მიწოდების პირობები
მაღაზია „რე-მარკეტი“ უზრუნველყოფს ნივთის მიწოდების/რეალიზების შემდეგ პირობებს:
- საკურიერო მომსახურება
- მაღაზიაში (ადგილზე) შეძენა
საკურიერო მომსახურება
მიტანის სერვისი ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.
ტრანსპორტირება ქალაქების მიხედვით:
- თბილისი - ნივთის 09:30 საათიდან - 14:00 საათამდე შეძენისას ადრესატის მისამართზე მისი მიტანა ხორციელდება იმავე სამუშაო დღეს, ხოლო 14:00 საათიდან - 19:30 საათამდე შეძენისას - მომდევნო სამუშაო დღეს.
- სხვა ქალაქები - მიწოდება ხდება მაქსიმუმ 7 სამუშაო დღეში.
მიტანის სერვისის საფასური:
თბილისი - 6.20 ლარი.
სხვა ქალაქები - 8.50 ლარი.
მაღაზიაში შეძენა
პროდუქცია შეგიძლიათ ადგილზე შეიძინოთ მაღაზია „რე-მარკეტში“, მისამართზე: ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი N8.
სამუშაო დღეები: მაღაზია მუშაობს ყოველდღე, 10:00-დან 19:00 საათამდე.
შენიშვნა: ვინაიდან მაღაზიაში განთავსებული ნივთების უმეტესი ნაწილი დამზადებულია თითოეულ ეგზემპლიარად, საიტზე ნივთის შერჩევის შემთხვევაში, გთხოვთ, მაღაზიაში მოსვლამდე გადაამოწმოთ მისი რაოდენობა.